ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიუროს დეველოპერების გუნდი მონაწილეობდა საერთაშორისო ანტიკორუფციული ჰაკათონის ფინალში, რომელიც ჰონგ-კონგში (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) გაიმართა

ანტიკორუფციული ბიუროს დეველოპერების გუნდი მონაწილეობდა საერთაშორისო ანტიკორუფციული ჰაკათონის ფინალში, რომელიც ჰონგ-კონგში (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) გაიმართა.

ფინალი საპატიო სტუმრის სტატუსით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა, ჰონგ-კონგის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის ხელმძღვანელთან, ვუ ინგ-მინგთან ერთად გახსნა.

საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გუნდმა წარადგინა ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მექანიზმი (Barometer), რომელიც დიგიტალიზაციის გზით მიზნად ისახავს კორუფციის პრევენციის ხელშეწყობას.

ჰაკათონის ფინალს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს დელეგაციის წევრები.