ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
მიმდინარე წლის 15-19 სექტემბერს, ანტიკორუფციული ბიუროს დეველოპერების გუნდი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ანტიკორუფციული ჰაკათონის ფინალში, რომელიც ჰონგ-კონგში (ჩინეთში) გაიმართება. ფინალში ანტიკორუფციული ბიუროს გუნდი წარადგენს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მექანიზმს (Barometer), რაც მიზნად ისახავს კორუფციის პრევენციის ხელშეწყობას დიგიტალიზაციის გზით.
პროექტის პარტნიორები არიან: გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისი (UNODC), ჰონგ-კონგის (ჩინეთი) კორუფციასთან ბრძოლის დამოუკიდებელი კომისია და ანტიკორუფციული უწყებების საერთაშორისო ასოციაცია (IAACA).