ანტიკორუფციული ბიურო „კეთილსინდისიერების საერთაშორისო ქსელში“ (Network for Integrity) გაწევრიანდა.
2023 წლის 5 დეკემბერს, ქალაქ მეხიკოში გამართულ ქსელის სამიტზე საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ქსელში გაწევრიანებას ორგანიზაციის ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
„კეთილსინდისიერების საერთაშორისო ქსელი“ აქტიურად ფუნქციონირებს 2017 წლიდან და აერთიანებს 16 ქვეყნის, მათ შორის ევროპის 9 ქვეყნის, ანტიკორუფციულ უწყებებს.
„კეთილსინდისიერების საერთაშორისო ქსელი“ ანტიკორუფციული ბიუროსთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, მაღალი პროფესიული სტანდარტების შემუშავებისა და დანერგვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს.