ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიურო ევროპული კეთილსინდისიერებისა და მამხილებელთა დაცვის უწყებათა ევროპულ ქსელში (NEIWA) გაწევრიანდა

ანტიკორუფციული ბიურო ევროპული კეთილსინდისიერებისა და მამხილებელთა დაცვის უწყებათა ევროპულ ქსელში (NEIWA) გაწევრიანდა.
 
ანტიკორუფციული ბიუროს ქსელში გაწევრიანებას ევროკავშირის 25 სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
 
ევროპული კეთილსინდისიერებისა და მამხილებელთა უწყებების ევროპული ქსელი (NEIWA) შეიქმნა 2019 წელს ქალაქ ჰააგაში და მისი მიზანია მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.
 
საქართველო პირველი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანაა, რომელიც გაერთიანდა ევროპული კეთილსინდისიერებისა და მამხილებელთა უწყებების ევროპულ ქსელში (NEIWA), მათ შორის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს შორის.