ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, საფრანგეთის ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელს, იზაბელ ჟეგუზოს შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე - თამთა კაჭკაჭიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - გიორგი ბაღდავაძე, გრანტების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი - გიორგი სიმონია, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მდგომარეობის დეკლარირების უზრუნველყოფისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი - ბესიკ ვეკუა, უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის აღსრულების დეპარტამენტის უფროსი - ნანა ჭანტურიძე.
ორმხრივ შეხვედრაზე, მხარეებმა ანტიკორუფციული რისკების შეფასების თანამედროვე მიდგომებსა და საერთაშორისო პრაქტიკაზე იმსჯელეს, ასევე, განიხილეს სტრატეგიული დაგეგმვის მექანიზმები და ერთმანეთს არსებული გამოცდილება გაუზიარეს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ კორუფციასთან ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ეფექტიანი ანტიკორუფციული პოლიტიკის არსებობას.