ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანოს (HATVP) გენერალური მდივნის მოადგილეს, ჟულიენ ოგერს შეხვდა

საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანოს (HATVP) გენერალური მდივნის მოადგილეს, ჟულიენ ოგერს შეხვდა.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე - თამთა კაჭკაჭიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - გიორგი ბაღდავაძე, გრანტების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი - გიორგი სიმონია, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მდგომარეობის დეკლარირების უზრუნველყოფისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი - ბესიკ ვეკუა, უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის აღსრულების დეპარტამენტის უფროსი - ნანა ჭანტურიძე.
 
უწყებათაშორისი შეხვედრა ეხებოდა კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) შეფასების მეხუთე რაუნდის რეკომენდაციების განხორციელებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამჭვირვალობას, ქონებრივი და ინტერესთა შეუთავსებლობის დეკლარაციების სისტემას, უცხოური გავლენის პრევენციასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
 
მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე, კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის გაძლიერების მიზნით.