ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, საფრანგეთის სახალხო დამცველის მოადგილეს, სესილ ბაროისს შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე - თამთა კაჭკაჭიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - გიორგი ბაღდავაძე, გრანტების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი - გიორგი სიმონია, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მდგომარეობის დეკლარირების უზრუნველყოფისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი - ბესიკ ვეკუა, უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის აღსრულების დეპარტამენტის უფროსი - ნანა ჭანტურიძე.
მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით გასატარებელ რეფორმებზე და შეთანხმდნენ შემდგომ თანამშრომლობაზე.