ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი - რაჟდენ კუპრაშვილი, არაბთა გაერთიანებული საამიროების ანგარიშვალდებულების სამსახურის ხელმძღვანელს - ჰუმაიდ ობაიდ აბუშიბსს შეხვდა.

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი - რაჟდენ კუპრაშვილი, არაბთა გაერთიანებული საამიროების ანგარიშვალდებულების სამსახურის ხელმძღვანელს - ჰუმაიდ ობაიდ აბუშიბსს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ანტიკორუფციული ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - გიორგი ბაღდავაძე, მამხილებლის დეპარტამენტის უფროსი - დიმიტრი ტორაძე, განათლების ცენტრის ხელმძღვანელი - ლაშა კილაძე, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი - დავით სიმონია და ანალიტიკური საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი - რევაზ ლაღიძე.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის დეკემბერში, ქალაქ დოჰაში საზეიმო ვითარებაში მოეწერება ხელი უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.