ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ჰონგ-კონგში (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა), სადაც გაიმართა შეხვედრა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის (Independent commission against corruption- ICAC) ხელმძღვანელთან, ვუ ინგ-მინგთან.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს მიმდინარე ანტიკორუფციული რეფორმები და შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე, რომლის ცერემონიაც გაიმართება მიმდინარე წლის დეკემბერში, ქალაქ დოჰაში, გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის წევრი სახელმწიფოების მე-11 კონფერენციის ფარგლებში.