ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ინფორმაციის ანალიზი, სტატისტიკის წარმოება, რეკომენდაციების, წლიური ანგარიშების, პერიოდული ანგარიშების მომზადება და კორუფციასთან ბრძოლის მიზნით ეთიკის წესების დაცვის საკითხების კოორდინაცია, რომელთა ფარგლებშიც დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:
- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების, საქართველოსა და სხვა ქვეყნების გამოცდილების, საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომების, მოსაზრებებისა და დასკვნების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
- სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება;
- ბიუროს მიზნებიდან გამომდინარე ინფორმაციის მოპოვება და მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება;
- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ეთიკისა და ქცევის ზოგად, ასევე სპეციალურ წესებთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა;
- დეპარტამენტის დებულებით, ბიუროს უფროსის დავალებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.