ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

სსიპ „ანტიკორუფციული ბიუროს“ უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, გერმანიის ელჩს საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერს შეხვდა

სსიპ „ანტიკორუფციული ბიუროს“ უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, გერმანიის ელჩს საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერს შეხვდა.

შეხვედრაზე, კორუფციასთან ბრძოლაში ანტიკორუფციული ბიუროს როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები. კერძოდ, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები და “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ საქართველოს კანონი.

მხარეები ორმხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.