ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, უწყების მთავარ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას.