ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიუროს ფუნქციებსა და სამომავლო გეგმებს. განიხილეს კორუფციასთან ბრძოლის პროცესში არსებული გამოწვევები. ასევე, ხაზი გაესვა ევროკავშირის მხარდაჭერის როლს ბიუროს ეფექტურ ფუნქციონირებაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ გუნდის ხელმძღვანელი ტიბორ დრასკოვიცსი; გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფროსი ექსპერტი ჰენდრიკუს ვან ბუქსმერი; ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილეები: თამთა კაჭკაჭიშვილი და ანა კალანდაძე.