ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი GRECO-ს სამდივნოს წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდა. „კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის“ (GRECO) მე-5 რაუნდის შეფასების ფარგლებში, სტუმრები ხვდებიან როგორც საჯარო, ისე კერძო უწყების წარმომადგენლებს.
შემფასებელთა ჯგუფთან შეხვედრაზე, რაჟდენ კუპრაშვილმა ექსპერტებს ბიუროს პრიორიტეტული მიმართულებებისა და მნიშვნელოვანი ფუნქციების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, ექსპერტების ინტერესს წარმოადგენდა ახლადშექმნილი ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი, სტრუქტურა და სამომავლო გეგმები.
შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი; ბიუროს უფროსის მოადგილე ანა კალანდაძე; პოლიტიკის უფროსი ოფიცერი, სამეფოსთან ურთიერთობის დირექტორატი, ნიდერლანდების შინაგან საქმეთა და სამეფოსთან ურთიერთობის სამინისტროს წარმომადგენელი რიჩარდ ჰეიგდორნი; ესტონეთის იუსტიციის სამინისტროს კრიმინალური პოლიტიკის დეპარტამენტის ანალიტიკური განყოფილების უფროსი მარი-ლის სუტი; ექსპერტი მრჩეველი კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში, ბოსნია და ჰერცოგოვინას უშიშროების სამინისტროს, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის წარმომადგენელი ადნან დლაკიჩი; ამერიკის შეერთებული შტატების კეთილსინდისიერებისა და შესაბამისობის ოფისის დირექტორის თანაშემწე, შესაბამისობის მთავარი ოფიცერი, ეთიკის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, გამოძიების ოფიციალური ფედერალური ბიუროს წარმომადგენელი კეტრინ ბრუნო; GRECO-ს სამდივნოს წარმომადგენლები ენ ვებერი და ტანია გერვიენი.