ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

იცვლება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმებისა და გამოქვეყნების პირობები

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორცილელებული ცვლილებების შედეგად 2024 წლის 09 სექტემბრიდან იცვლება თანამდებობის პირების მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმებისა და გამოქვეყნების პირობები.

ცვლილებების თანახმად, ბიურო განახორციელებს ყველა თანამდებობის პირის მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმებას!

ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის შემდგომ, დეკლარაციის გამოქვეყნებამდე, ბიურო  გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად დეკლარანტს განუსაზღვრავს 1-თვიან ვადას.

კანონით გათვალისწინებულ  1-თვიან ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, რის თაობაზეც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ.

პირის მიერ ხარვეზის აღმოუფხვრელობა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების საფუძველია.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ:

საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“