ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდა.
რაჟდენ კუპრაშვილმა ყურადღება გაამახვილა ბიუროს მიერ განხორციელებულ მიღწევებსა და არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს მანდატსა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების დახვეწასა და ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხებს.
რაჟდენ კუპრაშვილმა აღნიშნა, რომ სამსახური აქტიურად იმუშავებს ანტიკორუფციული სტრატეგიის შექმნაზე და ხელს შეუწყობს საზოგადოებასა და საჯარო მოხელეებში დეკლარაციის შევსების უნარ-ჩვევების ამაღლების პროცესს, რომელიც ანტიკორუფციული სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევრორეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას, რომლის ფარგლებშიც ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა. შალვა პაპუაშვილმა, ასევე ისაუბრა პარლამენტის როლზე „გრეკოს” რეკომენდაციების შესრულების ნაწილში და გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს პარლამენტსა და ანტიკორუფციულ ბიუროს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე ნინო შავგულიძე.