ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი აკადემიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე რაჟდენ კუპრაშვილმა პროექტის აკადემიური წრის წარმომადგენლებს ბიუროში მიმდინარე პროექტებისა და განსახორციელებელი გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ძირითადი აქცენტი ხელოვნური ინტელექტისა და სამსახურში განსახორციელებელი კვლევების მეთოდოლოგიის დანერგვაზე გაკეთდა.
შეხვედრაზე აღინიშნა და ხაზი გაესვა ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორიც არის ცნობიერების ამაღლება კორუფციასთან ბრძოლის საკითხების შესახებ. ასევე სამომავლოდ დაიგეგმა აკადემიური წრის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საკონსულტაციო საბჭოს შექმნა. მხარეების მიერ გამოითქვა მზაობა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ შტაინბასის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ხუბუა; ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ზვიად გაბისონია; სამართლის ინჟინერი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლადო სირდაძე.