ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ანტიკორუფციულო ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ბრიტანელ ადვოკატებს - ოლივერ პაუელს (KC), ანტონი მეტზერს (KC), მეთიუ შერატს (KC), ბარი კოულტერს, ლუის გონსალეს გარსიას, რუსლან უღრელიძეს, სარა ჯენიფერ მემის, დევიდ ჟილესის და მარიან ნაჯმის შეხვდა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობასა და მიმდინარე რეფორმებს.
მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი, თამთა დევდარიანი და ანტიკორუფციული ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ბაღდავაძე.