ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა ინტერაქციული შეხვედრა წარმართა თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებისათვის. შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, ბიუროს ხელმძღვანელმა ისაუბრა ანტიკორუფციული ბიუროს ჩამოყალიბების ისტორიაზე, განვითარების ეტაპებზე, ძირითად საქმიანობაზე, სტრუქტურასა და სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით, მაგისტრანტების აქტიური ჩართულობით დასრულდა.