ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
დღეს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა ელჩებთან, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრა ეხებოდა საქართველოს კანონს “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი”, რომელიც მიმდინარე წლის 31 მაისიდან შედის ძალაში.
მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია კანონის მნიშვნელობის, მისი მოქმედების არეალის, ასევე შესაბამის პლატფორმაზე რეგისტრაციის ფორმისა და წესის შესახებ. გავრცელდა ინფორმაცია იმ საკონსულტაციო დახმარების თაობაზე, რომელსაც ანტიკორუფციული ბიურო სთავაზობს ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციას თუ ფიზიკურ პირს.
შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც სტუმრებმა მიიღეს მათთვის საინტერესო დეტალური ინფორმაცია კანონთან დაკავშირებით.
გაცხადდა, რომ კანონი იძლევა შესაძლებლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს თანამშრომლობა გადავიდეს ახალ დონეზე, რომელიც დაფუძნებული იქნება ეროვნული ინტერესებისა და დემოკრატიული ფასეულობების მდგრად თანხვედრაზე.
ბიურო მომავალშიც გეგმავს მსგავსი ტიპის შეხვედრებს დაინტერესებულ მხარეებთან და განაგრძობს თანამშრომლობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან.
ღონისძიებაზე ბიუროს უფროსის მიმართვა იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/jIcc6