ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილის ვიზიტი გერმანიაში

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა.

23 ოქტომბერს, ანტიკორუფციულ ბიუროსა და ბავარიის თავისუფალი მხარის იუსტიციის სამინისტროს შორის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მასპინძლობდა ჰილდეგარდ ბოიმლერ-ჰეზლი, მიუნხენის ოლქის გენერალური პროკურატურის უფროსი პროკურორი და დანიელ ზემრენი, ბავარიის თავისუფალი მიწის მთავრობის დირექტორი, საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი ევროპულ ქვეყნებში, რომელიც ასევე ანტიკორუფციულ მიმართულებას ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე მხარეებმა კორუფციის მიმართულებით არსებული რეფორმები და აქტივობები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს სტრატეგიული ამოცანების გაცნობასა და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, მნიშვნელოვანი მიმართულებებისა და სამომავლო შესაძლებლობების განხილვას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: მარკუს მიულერი, ნოტარიუსი ბაიერნის თავისუფალ მიწაზე; გიორგი ხუბუა, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კვლევების მიმართულებით; ბესიკ ვეკუა, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი და მარიამი კეპულაძე, ანტიკორუფციული ბიუროს იურისტ-ანალიტიკოსი.