ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს შეხვდა.
მხარეებმა ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში იუსტიციის სამინისტროსა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამუშაო მიმართულებები.
აღინიშნა ხელისუფლების კოორდინირებული ძალისხმევის მნიშვნელობა ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. ასევე, ხაზი გაესვა იუსტიციის სამინისტროს გამოცდილების მნიშვნელობას.
შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილეები: თამთა კაჭკაჭიშვილი, ანა კალანდაძე; იუსტიციის მინისტრის მოადგილეები თამარ ტყეშელაშვილი, ბექა ძამაშვილი, ბუბა ლომუაშვილი.