ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი ბრაზილიის გენერალური მაკონტროლებელი სამსახურის პრეზიდენტ, მინისტრ ვინისიურ მარკეს დე კარვალიოსს შეხვდა

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ. ბრაზილიაში, ოფიციალური სამუშაო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროს, რაჟდენ კუპრაშვილსა და ბრაზილიის გენერალური მაკონტროლებელი სამსახურის პრეზიდენტ, მინისტრ ვინისიურ მარკეს დე კარვალიოსს შორის.

შეხვედრის პირველი ნაწილი გაცნობითი ხასიათის იყო, ხოლო მეორე ეტაპზე, უწყებების წარმომადგენლებს შორის შედგა დეტალური სამუშაო განხილვა.

შეხვედრის შედეგად, საფუძველი ჩაეყარა ორმხრივ თანამშრომლობას კორუფციის პრევენციის, საჯარო მმართველობის გამჭვირვალობისა და ეთიკური სტანდარტების გაძლიერების მიმართულებით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულიფლებიანი ელჩი, ზურაბ მჭედლიშვილი; საქართველოს საელჩოს მრჩეველი, ვასილ კუჭუხიძე;  გენერალური მაკონტროლებელი სამსახურის კერძო სექტორის კეთილსინდისიერების მდივანი, მარსელო პონტეს ვიანა; დაგეგმვის, ინოვაციებისა და მდგრადობის დირექტორი, ტიაგო ჩავეს ოლივეირა; მმართველობისა  აუდიტის დირექტორი, ვივიან ვივასი; დაგეგმვისა და ინოვაციების გენერალური კოორდინატორიპედრო ოტავიო ლიმა გაზოლა; ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის პროცესების გენერალური კოორდინატორი, ლეონარდო ლაროსა; საერთაშორისო საკითხებში მრჩევლის თანაშემწე, მონიკა ბულჰო ე სილვა.