ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიურო აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს დაინტერესებულ ჯგუფებთან, საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ.

ანტიკორუფციული ბიურო აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს დაინტერესებულ ჯგუფებთან, საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ.

დღეს, 22 მაისს საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციების ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და საკითხით დაინტერესებულ კერძო პირებს შევხვდით.

სამწუხაროდ, აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით სხვადასხვა არხებით ხშირად არასწორი ინფორმაცია, ან კონკრეტული დეზინფორმაცია ვრცელდება, რაც საქართველოს მოსახლეობის და საერთაშორისო თუ არასამთავრობო სექტორის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

ჩვენი შეხვედრები სწორედ კანონის ჭეშმარიტი მიზნების, შინაარსის და მოქმედების მექანიზმების განმარტებას ემსახურება და ქართული საზოგადოების საუკეთესო ინტერესებით არის ნაკარნახევი.

შეხვედრაზე დამსწრეებმა მიიღეს სრულყოფილი ინფორმაცია სუბიექტის საქმიანობის იმ კომპლექსურ პირობებსა და სფეროებზე, რომლებიც, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, რეგისტრაციას ითვალისწინებენ. საუბარი ასევე შეეხო კეთილსინდისიერი საქმიანობის იმ მიმართულებებს, რომლებიც კანონის მიხედვით გათავისუფლებული არიან რეგისტრაციის ვალდებულებისაგან, როგორიცაა მაგალითად, რელიგიური, საქველმოქმედო, აკადემიური, სამეცნიერო ან სახელოვნებო საქმიანობა.

დამსწრე საზოგადოებას წარედგინა დეტალური ინსტრუქცია რეგისტრაციის წესისა და ფორმების თაობაზე.

შეხვედრის დარჩენილი ნაწილი აუდიტორიის წარმომადგენელთა მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემას და სტუმრებისთვის საინტერესო კონკრეტულ დეტალებზე ინფორმაციის მიწოდებას დაეთმო.

ანტიკორუფციულო ბიურო თავისი კომპეტენციის ფარგლებში კვლავაც გააგრძელებს საინფორმაციო თუ საკონსულტაციო შეხვედრებს საზოგადოებასთან.