ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
5 მაისს, ქალაქ რომში, საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, იტალიის ეროვნული ანტიკორუფციული ორგანოს (ANAC) პრეზიდენტს, დოქტორ ჯუზეპე ბუზიას შეხვდა.
უწყებათაშორისი შეხვედრა ეხებოდა კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) შეფასების მეხუთე რაუნდის რეკომენდაციების განხორციელებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამჭვირვალობას, მამხილებელთა დაცვის მექანიზმებს, ქონებრივი და ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაციების სისტემას, ასევე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე, კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის გაძლიერების მიზნით.