თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
- თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანის და დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგი;
- მონიტორინგის მიზნით, ყოველწლიურად შესამოწმებელი თანამდებობის პირების შერჩევა კანონის შესაბამისად და თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
- ყოველი კალენდარული წლის ბოლოს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების მომზადება;
- მონიტორინგის ანგარიშის შესახებ ნებისმიერი პირის მიერ წარდგენილი განცხადების განხილვა და რეაგირება;
- დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის გამართული მუშაობის კონტროლი;
- წლიური მონიტორინგის შედეგების საჯაროობის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა;
- თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის განზრახ შეტანის შემთხვევაში დანაშაულის ნიშნების არსებობისას შესაბამისი დეკლარაციისა და წარმოების მასალების შემდგომი რეაგირებისთვის სათანადო სამართალდამცავ ორგანოსათვის გადაგზავნა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა;
- დეპარტამენტის დებულებით, ბიუროს უფროსის დავალებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.