სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
- ბიუროსა და ბიუროს უფროსის საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების, ასევე სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება;
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სათანადო კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- საზოგადოების ინფორმირება ბიუროს საქმიანობის შესახებ;
- ოფიციალური ვებგვერდებისა და სოციალური ქსელებისთვის შესაბამისი კონტენტის შექმნა და ადმინისტრირება;
- პრესის, სატელევიზიო, საერთაშორისო, რეგიონული მედიის მონიტორინგი; მედიის ძირითადი ტენდენციების ანალიზი;
- საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და ანალიზი; მედიაში გააქტიურებულ თემებზე რეაგირება;
- ბიუროს გრძელვადიანი მიზნების მხარდაჭერა;
- სამსახურის დებულებით, ბიუროს უფროსის დავალებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.