საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი უფლებამოსილებებია:
- საფინანსო პოლიტიკის დაგეგმვა, ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვისა და ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა;
- ბიუროს ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობა;
- ბიუროს ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა;
- ბიუროში შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნა;
- სამსახურის დებულებით, ბიუროს უფროსის დავალებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.