ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
2024 წლის 13 თებერვალს „კორუფციის წინააღმდეგ ბროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-181 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებული „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“ მე-13 მუხლის შესაბამისად, თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის მიზნით, განხორციელდა 2024 წლის განმავლობაში შესამოწმებელი თანამდებობის პირების შემთხვევითი შერჩევა.
თანამდებობის პირების შემთხვევითი შერჩევა უზრუნველყოფილია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიერ შერჩეულ თანამდებობის პირთა სია იხილეთ თანდართული ფაილის სახით.