პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის ამოცანაა პოლიტიკური პარტიების ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შემოწმება, რა მიზნითაც:
- ამოწმებს საფინანსო დეკლარაციისა და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის სისრულეს, სისწორესა და კანონიერებას;
- შეიმუშავებს საფინანსო დეკლარაციის ფორმას და პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის მეთოდოლოგიას, განსაზღვრავს პოლიტიკური ფინანსების შეფასების სტანდარტებს;
- უზრუნველყოფს პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასა და საჯაროობას;
- დაინტერესებულ პირებს უწევს კონსულტაციას პოლიტიკური ფინანსების საკითხებზე;
- უზრუნველყოფს შესაბამის რეაგირებას პოლიტიკურ ფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევაზე;
- ახორციელებს ადმინისტრაციულ წარმოებას პირზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების გავრცელებისა და გაუქმების თაობაზე;
- ახორციელებს დეპარტამენტის დებულებით, ბიუროს უფროსის დავალებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.