ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილის ხელმძღვანელობით, აკადემიური წრის წარმომადგენლებთან პანელური დისკუსია გაიმართა. განხილვის თემას ანტიკორუფციული პოლიტიკის გამჭვირვალობა წარმოადგენდა.
მომხსენებლებსა და დამსწრე საზოგადოებას, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა, თამარ ზარანდიამ მიმართა და ანტიკორუფციული ბიუროს მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბებას მხარი დაუჭირა.
პანელურ დისკუსიაზე მომხსენებლებმა ანტიკორუფციული პოლიტიკის გამჭვირვალობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე ყურადღება გაამახვილეს აკადემიური წრის როლზე ანტიკორუფციული პოლიტიკის განსაზღვრასა და აღსრულებაში. პანელური დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო თანამედროვე ტექნოლოგიებისა და დიგიტალიზაციის მნიშვნელობას კორუფციასთან ბრძოლის პროცესში.
აკადემიური წრის წარმომადგენლებმა, ანტიკორუფციული ბიუროს მრჩეველთა საბჭოს შექმნის მხარდაჭერის მიზნით, ხელი მოაწერეს დეკლარაციას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა აკადემიური წრის ჩართულობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ანტიკორუფციული პოლიტიკის ფორმირების პროცესში, როგორც ანტიკორუფციული პოლიტიკის გამჭვირვალობის, ასევე კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურად განხორციელებაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ თამარ ზარანდია, სამართლის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი; გიორგი ხუბუა,შტაინბასის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ზვიად გაბისონია, ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი; ლადო სირდაძე, სამართლის ინჟინერი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; პაატა ტურავა, სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ანა ფირცხალაშვილი, სამართლის დოქტორი, პროფესორი, SEU-ს ვიცე-რექტორი; კობა ყალიჩავა, სამართლის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი.