გაცნობებთ, რომ სანახი სისტემა, სადაც განთავსებულია ანტიკორუფციული ბიუროს "მხილების" სისტემა, "პოლიტიკური ფინანსების ელექტრონული დეკლარირების პროგრამა" და "პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგი", რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ-ციფრული მმართველობის სააგენტო, ტექნიკური ხარვეზის გამო მუშაობს შეფერხებით. კერძოდ, ფიზიკურად დაზიანდა სანახი სისტემის გარკვეული კომპონენტები.
ინტენსიურად მიმდინარეობს ხარვეზის აღმოფხვრის სამუშაოები და უახლოეს მომავალში სისტემებზე წვდომა აღდგება.
ამასთან, მომართვის შემთხვევაში, ბიურო უზრუნველყოფს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის შესაბამისი ინფორმაციის დროულად და სრულყოფილად მიწოდებას.
ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.