იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
- სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, სამართლებრივ პროცედურებში ბიუროს წარმომადგენლობა და ადმინისტრაციული წარმოებების განხორციელება;
- სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების (გარდა საკადრო ხასიათის ბრძანებებისა) მომზადება;
- ბიუროს სახელით გასაფორმებელი სამართლებრივი დოკუმენტების კანონშესაბამისობის მიზნით ვიზირება;
- ბიუროს უფროსის სამართლებრივი აქტების (მათ შორის რეკომენდაციების) პროექტების მომზადება;
- ბიუროსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების პროექტების მომზადება, ბიუროს კომპეტენციის ფარგლებში ექსპერტიზა და დასკვნის მომზადება;სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში ან/და სამართლებრივ პროცედურებში მონაწილეობა ან/და ბიუროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
- ბიუროს საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტების (შინაგანაწესი, დებულება და ა.შ.) და მათში ცვლილებებისა და დამატებების პროექტების მომზადება;
- ბიუროში შემოსულ სამართლებრივი ხასიათის წერილებზე პასუხების მომზადება;
- კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული წარმოებების განხორციელება;
- საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თანამდებობის პირების მიერ ნარკოლოგიური შემოწმებისათვის ან შესაბამისი ცნობის წარდგენისთვის თავის არიდების შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების უზრუნველყოფა და წარმოების შედეგების ბიუროს უფროსისათვის წარდგენა შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;
- დეპარტამენტის დებულებით, ბიუროს უფროსის დავალებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.