This website is in testing mode!
გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ, როგორც აღვნიშნავდით, კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) ანგარიშები გამოქვეყნდა საერთაშორისო პროცედურების შესაბამისად და საჯაროდ ხელმისაწვდომია. საქართველო წლების განმავლობაში თანამშრომლობს GRECO-თან და ანტიკორუფციული რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებლის მიხედვით ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფოს წარმოადგენს. GRECO-მ დაასრულა შეფასების მე-4 რაუნდი, ხოლო შეფასების მე-5 რაუნდი ამ ეტაპზე მიმდინარეა. შეფასების მე-4 რაუნდის თანახმად, 16 რეკომენდაციიდან შესრულდა 15 რეკომენდაცია, საიდანაც სრულად შესრულებულად ჩაითვალა 9, ხოლო ნაწილობრივ შესრულებულად - 6. შესრულების მაჩვენებლით საქართველო უსწრებს შემდეგ ქვეყნებს: საფრანგეთი, პოლონეთი, იტალია, უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მალტა, სლოვაკეთი, სომხეთი, ბელგია, დანია. რაც შეეხება GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდს, აღნიშნული 2 ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე ხდება რეკომენდაციების შემუშავება, ხოლო მომდევნო ეტაპი ითვალისწინებს რეკომენდაციების შესრულების შეფასებას. საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციების შეფასება განხორციელდება 2025 წელს. შეფასების მე-5 რაუნდში GRECO-მ დადებითად შეაფასა ქვეყნის მიერ განხორციელებული ანტიკორუფციული რეფორმები. აღინიშნა, რომ საქართველოში ქონებრივი დეკლარაციების სისტემა მუშაობს გამართულად, გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით. GRECO-ს მე-5 რაუნდის რეკომენდაციები შემუშავდა 2024 წლის მარტში. როგორც GRECO-ს, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მიმდინარე წლის მაისში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, გაიზარდა ანტიკორუფციული ბიუროს ოპერაციული ეფექტიანობა. ანტიკორუფციული ბიურო აქტიურად აგრძელებს GRECO-ს რეკომენდაციების შესრულების კოორდინაციას როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. აქვე გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ სახელმწიფო უწყებას, რომელიც ჩართული იყო GRECO-თან ანგარიშგების პროცესში. შეფასების მე-4 რაუნდის ანგარიში ხელმისაწვდომია აქ: https://shorturl.at/mAP5uშეფასების მე-5 რაუნდის ანგარიში ხელმისაწვდომია აქ: https://shorturl.at/QbfEv
The website works in test mode. The full English version of the website will be available soon. In case of additional questions, contact us at the indicated telephone number.
detailOn March 31, 2023, the State Ceremonies Palace held an official presentation of the Anti-corruption Bureau to interested national and international parties. The meeting was attended by members of the Cabinet of Ministers, heads of various public institutions, representatives of embassies, etc.
The meeting was opened by the Prime Minister of Georgia. The Chairman of the Parliament of Georgia, Shalva Papuashvili, also addressed the audience. The head of the bureau, Razhden Kuprashvili, spoke about the future plans and priorities of the bureau.
The Head of the Anti-Corruption Bureau, Razhden Kuprashvili, met with the Prosecutor General of the Republic of Lithuania Nida Grunskiene
The head of the Anti-Corruption Bureau, Razhden Kuprashvili, met with members of the delegation of the Anti-Corruption Agency of the Republic of Uzbekistan
The Head of the Anti-Corruption Bureau, Razden Kuprashvili, conducted an interactive meeting for the employees of the Ministry of Defense and other state agencies