საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
2023 წელს, ევროპის კომისის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პუნქტიანი გეგმის მეოთხე პუნქტის შესაბამისად და "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შეიქმნა დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანტიკორუფციული ბიურო.
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის მიზანია, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრა, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და აღნიშნული გეგმის შესრულების მონიტორინგი.
ანტიკორუფციული ბიუროს ძირითადი ამოცანაა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ბიურო პასუხისმგებელია უზრუნველყოს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირება, მონიტორინგი და საჯაროობა. კანონის შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის), საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს. ასევე, ბიურო უფლებამოსილია საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები და რეკომენდაციები. კანონის შესაბამისად, განახორციელოს მამხილებელთა დაცვის და ამ სფეროსთან დაკავშირებული ღონისძიებები.