ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ვენეციის კომისიის სამდივნოს წარმომადგენლებს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ვენეციის კომისიის სამდივნოს წარმომადგენლებს შეხვდა.
 
რაჟდენ კუპრაშვილმა ვენეციის კომისიას ბიუროს სტრუქტურა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს სტრატეგიულ ამოცანებს.
 
კომისიის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ანტიკორუფციული კანონმდებლობის ეფექტიანობაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მოდელზე, ასევე ბიუროს ინსტიტუციურ და ფუნქციურ დამოუკიდებლობაზე. შეხვედრისას ხაზი გაესვა ანტიკორუფციული პოლიტიკის გამჭვირვალობის მნიშვნელობას.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილეები: თამთა კაჭკაჭიშვილი და ანა კალანდაძე; აირიკ ჰოლმოვეიკო, მომხსენებელი (ნორვეგია); პანეოტის ვოიატისი - მომხსენებელი (საბერძნეთი); ტანია ვონ დიკი, მდივანი.